
ზიმბაბვეს მთავრობამ ქვეყნის ეროვნულ პარკებში ქვანახშირის მომპოვებელი სამუშაოები აკრძალა.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთის ორ მსხვილ კომპანიას უფლება ჰქონდა, ზიმბაბვეს პარკებში ქვანახშირი მოეპოვებინა, თუმცა ეკოლოგიური დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ჩინეთის კომპანიებს ხელშეკრულება შეუწყვიტა.
"ნაბიჯები იდგმებოდა, რომ დაუყონებლივ გაუქმებულიყო ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები ქვეყნის ყველა ეროვნულ პარკში", - აცხადებენ ზიმბაბვეს მინისტრთა კაბინეტში.
ზიმბაბვეს ეროვნული პარკები ცნობილია სპილოებითა და გადაშენების პირას მყოფი მარტორქებით. ქვეყნის ეროვნულ პარკში "Hwange" 50 000 სპილო ბინადრობს.
ზიმბაბვეს გარემოს დაცვის ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, თუ ქვანახშირის მოპოვება გაგრძელდება პარკი საბურღ და გეოლოგიური კვლევების ჩასატარებელ ადგილად გადაიქცევა.
თეკო გიორგაძე
ავტორი