თავში

ირანში ანტისამთავრობო აქცია სპეცრაზმმა დაშალა - VIDEO

ირანში ანტისამთავრობო აქცია სპეცრაზმმა დაშალა - VIDEO
ირანში ანტისამთავრობო აქცია სპეცრაზმმა დაშალა  - VIDEO

ირანის დედაქალაქ თეირანში, ანტისამთავრობო აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზით დაშალა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

თეირანის ქუჩებში ასობით ადამიანმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება და,,დაგვიანებული აღიარება" გააპროტესტა.

თავდაპირველად სტუდენტები გამოვიდნენ ირანის ქუჩებში. თეირანის ცენტრში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა, ისმის მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისა და ირანის რევოლუციური გვარდიის ქმედების წინააღმდეგ, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

აქციის მონაწილეები გამოძიების ობიექტურად ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია ირანის 82 მოქალაქე, 63 კანადის და 11 უკრაინის. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system