თავში

ზოგიერთი ადამიანი ანტისხეულებს COVID-19-ით ინფიცირების გარეშე გამოიმუშავებს - The Science-ის კვლევა

ზოგიერთი ადამიანი ანტისხეულებს COVID-19-ით ინფიცირების გარეშე გამ
ზოგიერთი ადამიანი ანტისხეულებს COVID-19-ით ინფიცირების გარეშე გამოიმუშავებს - The Science-ის კვლევა

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ანტისხეულები, შესაძლოა, იმ ადამიანების ორგანიზმშიც აღმოჩნდეს, რომლებიც COVID-19-ით არ დაინფიცირებულან. აღნიშნულ კვლევას სამედიცინო გამოცემა The Science აქვეყნებს.

ექსპერტებმა 300 ადამიანის სისხლის ანალიზები შეისწავლეს, რომლებიც COVID-19-ით არასდროს დაინფიცირებულან. Scence-ის ცნობით, კვლევაში მონაწილე პირების 5%-ს სისხლში კორონავიურსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისინი სხვა "მონათესავე ვირუსით" იყვნენ დაავადებულები.

კვლევის ავტორების განცხადებით, კვლევებით დადასტურდა, რომ ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ "ნასესხები იმუნიტეტი" გააჩნდეს. ჯერჯერობით ამგვარი დაცვის ეფექტურობის შესახებ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

ამასთან, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე პირების ანტისხეულები, განსხვავდება იმ ანტისხეულებისგან, რომლებიც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების ორგანიზმშია.

ცნობისთვის, სამედიცინო გამოცემა The Science-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ანტისხეულები 5 თვემდე ნარჩუნდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის ორგანიზი COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system