თავში

Zombie Boy-ს თავი არ მოუკლავს

​Zombie Boy-ს თავი არ მოუკლავს
Zombie Boy-ს თავი არ მოუკლავს

მოდელი რიკ ჯენესტი, რომელიც Zombie Boy-ს სახელითაა ცნობილი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას თავი არ მოუკლავს. ამის შესახებ გამომძიებელმა მელისა განიონმა განაცხადა.

საქმის მასალების მიხედვით, ჯენესტი მონრეალში მისი მეგობრის ბინის აივნიდან გადმოვარდა, რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა.

ტოქსიკოლოგიური ანალიზის მიხედვით, გარდაცვლილის სისხლში ალკოჰოლი დიდი დოზით დაფიქსირდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაცემის შედეგად მან თავის ქალის ტრავმა მიიღო, რაც ფატალური აღმოჩნდა.

რიკ ჯენესტი 34 წლის იყო. 16 წლიდან ის ტატუს იკეთებდა, რათა ვიზუალურად ზომბის დამსგავსებოდა. მეტსახელი „Zombie Boy“ სწორედ ამის შედეგად შეარქვეს. ჯამში მაც 176 მწერი და 139 ადამიანის ძვლების ტატუ ჰქონდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ჯენესტს პოპულარობა მომღერალ ლედი გაგას კლიპმა «Born This Way» მოუტანა. მასში მონაწილეობის შემდეგ მოდელს სხვადასხვა რეკლამაში გადასაღებად ხშირად იწვევდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system