თავში

ზოოლოგებმა ბაყაყების ახალ სახეობებს Led Zeppelin-ის სახელი დაარქვეს

​ზოოლოგებმა ბაყაყების ახალ სახეობებს Led Zeppelin-ის სახელი დაარქვეს
ზოოლოგებმა ბაყაყების ახალ სახეობებს Led Zeppelin-ის სახელი დაარქვეს

ეკვადორელმა ზოოლოგებმა ბაყაყების ახალ სახეობებს სახელი ბრიტანული როკ ჯგუფის - Led Zeppelin პატივსაცემად დაარქვეს.

ცხოველის სრული სახელია Pristimantis Ledzeppelin. Pristimantis მიწის ბაყაყების სახეობას აღნიშნავს, რომელიც ხერხემლიანთა მრავალფეროვანი ჯგუფის წარმოადგენს. დღეისათვის მეცნიერებისთვის 569 ფორმალურად აღწერილი სახეობაა ცნობილი, რომელთაგან 28 ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკვადორში იქნა აღმოჩენილი. ეს ცხოველები ამ ადგილას განსაკუთრებით გავრცელებულია.

”სახელი Pristimantis ჯგუფ Led Zeppelin-ისა და მისი არაჩვეულებრივი მუსიკის პატივსაცემად ეწოდა. ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც ლონდონში 1968 წელს შეიქმნა, 1970-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო”, - აღნიშნულია ბიომრავალფეროვნების ეროვნული ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჟურნალი Neotropical Biodiversity წერს, რომ ყველა ბაყაყი ბუჩქებში იყო აღმოჩენილი, რომლებიც ტყის ნაკადულებთანაა განლაგებული. ბაყაყები მცენარეთა ფოთლებზე ჯდომას ამჯობინებენ.

ახალი სახეობის მამრი ბაყაყები სიგრძეში 2,4 სმ-მდე იზრდება, ხოლო მდედრები - 3,6 სმ-მდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system