
კომპანია Zoom Video Communications-მა შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად 14,7 მილიარდ დოლარად Cloud-სერვისის მიმწოდებელს, Five9-ს შეიძენს. გარიგების დასრულება 2022 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
ხელშეკრულების თანახმად, Five9-ის 5 აქციონერი მიიღებს Zoom-ის A კლასის 0.5533 ჩვეულებრივ აქციებს. თუმცა, ხელშეკრულება Zoom-ის აქციონერებმა უნდა დაამტკიცონ.
გარიგების დამტკიცების შემდეგ, Cloud-სერვისი Zoom–ის ოპერაციული ერთეული გახდება.