თავში

ზოოპარკის თანამშრომელ ქალს 2 ლომი დაესხა თავს

​ზოოპარკის თანამშრომელ ქალს 2 ლომი დაესხა თავს
ზოოპარკის თანამშრომელ ქალს 2 ლომი დაესხა თავს

ავსტრალიაში, ზოოპარკის თანამშრომელს ორი ლომი დაესხა თავს და დაგლიჯა. ქალი უმძიმეს მდგომარეობაში, თავისა და ყელის არეში დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ქალაქ ნაურაში მოხდა. 35 წლის ქალი ლომების ვოლიერს წმენდდა, როდესაც მას ცხოველები დაესხნენ თავს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სიდნეის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ზოოპარკი 25 მარტიდან მნახველებისთვის დაკეტილი იყო.

ეს ზოოპარკის თანამშრომლებზე მხეცების თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2014 წელს, 3,7 მეტრიანი ნიანგი სახელად ჯონი თავს დაესხა ზედამხედველს, რომელიც მას ხორცის ნაჭერს აწვდიდა, წყალში ჩაითრია და ხელი მოაჭამა. მამაკაცი გადარჩა, მაგრამ ხელი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system