თავში

ზოოპარკის თანამშრომელი 200 კილოგრამიანმა გორილამ სცემა

ზოოპარკის თანამშრომელი 200 კილოგრამიანმა გორილამ სცემა
ზოოპარკის თანამშრომელი 200 კილოგრამიანმა გორილამ სცემა

ესპანეთში, მადრიდის ზოოპარკში ინციდენტი მოხდა. 200 კილოგრამიანმა გორილამ ვოლიერის კარი გამოგლიჯა და ზოოპარკის თანამშრომელს მოულოდნელად თავს დაესხა. ინფორმაციას New Your Post ავრცელებს. ქალის გადასარჩენად 29 წლის გორილას განეიტრალება გახდა საჭირო. მას ტრანკვილიზატორი გაუკეთეს, შემდეგ კი ისევ ვოლიერში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

46 წლის ქალს, რომელიც ზოოპარკში 19 წლის განმავლობაში მუშაობდა, ორივე ხელი მოტეხილი აქვს და გულ-მკერდი და თავის არე მძიმედ აქვს დაზიანებული. ექიმებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალებს, როგორ მოახერხა გორილამ ვოლიერიდან გამოღწევა, პოლიცია იძიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system