თავში

ზრდასრულმა მამაკაცმა თავი მოსწავლედ გაასაღა და სკოლაში წავიდა

​ზრდასრულმა მამაკაცმა თავი მოსწავლედ გაასაღა და სკოლაში წავიდა
ზრდასრულმა მამაკაცმა თავი მოსწავლედ გაასაღა და სკოლაში წავიდა

ამერიკის ჯორჯიის შტატში 21 წლის ბიჭი დააკავეს. ის თავს 14 წლის მოზარდად ასაღებდა.

სამართალდამცავებს ადგილობრივმა მკვიდრმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩაში შეხვდა ბიჭს, რომელმაც უთხრა , რომ 14 წლის იყო და ღამის გასათევი არ ჰონდა. ქალმა ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას მიმართა და ბიჭს დროებით საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა. ქალს სურდა, რომ ბიჭს სწავლა არ გაეცდინა და იგი ადგილობრივ სკოლაში დაარეგისტრირა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალსა და ბიჭს შორის კონფლიქტი მოხდა. დიასახლისმა ის სახლიდან გააგდო. ბიჭი წავიდა და სკოლაში მიცემული ნოუთბუქიც თან წაიღო. 

სკოლის ქონების უკან დასაბრუნებლად ქალმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა ბიჭის თითის ანაბეჭდების აღებისას აღმოაჩინეს, რომ იგი არა 14 წლის, არამედ 21 წლის აბეი ჰოლმსი იყო. 

პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის წარდგენისა და სკოლაში დოკუმენტების გაყალბების აბეი ჰოლმსს ბრალდება წაუყენეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system