თავში

დაპირისპირება ყარაჯალაში - დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან

დაპირისპირება ყარაჯალაში - დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან
დაპირისპირება ყარაჯალაში - დაშავებულებს  შორის პოლიციელებიც არიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამინის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

თუმცა, მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

თელავის რაიონულ სამმართველოში მოქალაქეებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

საქმეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system