თავში

პოლიციამ Facebook თაღლითი დააკავა

პოლიციამ Facebook თაღლითი დააკავა
პოლიციამ Facebook თაღლითი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად თაღლითობა ედება. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ლ.შ. სოციალური ქსელის "ფეისბუკის" მეშვეობით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და დაბალპროცენტიან კრედიტებს სთავაზობდა. დაინტერესებული პირებისგან კი ბარათისა და პირად მონაცემებს იღებდა, რისი საშუალებითაც მათ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას ანაღდებდა. 

შსს-ს ცნობით თაღლითი ფიქტიური კომპანიის სახელით სარგებლობდა, რაც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. 

ლ.შ.-მ ზარალი 14 პირს მიაყენა. მითვისებული თანხა 3 930 ლარს შეადგენს. 

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system