კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მარიხუანას ბაზარზე შედის. მან საკუთარი ალბომის Peaches სარეკლამო კამპანიაში წინასწარ გამზადებული მოსაწევი ღერების გაყიდვა გადაწყვიტა, რომელსაც ამავე სახელწოდების ბრენდის ქვეშ გაყიდის. ბიბერის მარიხუანას დამზადებასა და გაყიდვებს კალიფორნიაში ბაზირებული კომპანია გაუწევს ორგანიზებას.
როგორც კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, მარიხუანას პროდუქცია ლიმიტირებული რაოდენობის იქნება და მას მხოლოდ ალბომის რეკლამირების ფარგლებში გამოიყენებენ.