თავში

ქართველი პიანისტები Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ

ქართველი პიანისტები Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ
ქართველი პიანისტები Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ

ქართველი პიანისტები Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ. გიორგი გიგაშვილმა პირველი, ხოლო სანდრო ნებიერიძემ მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გიგაშვილმა მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა

„ექვსი კონკურსანტიდან ორმა ქართველმა - მე და ჩემმა გიგაშამ - რაც ჰქონდათ, მოვხიკეთ და წამოვიღეთ. მე მეორე ადგილი, ხოლო გიორგიმ პირველი + მაყურებლის პრიზი დაიმსახურა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელი ასე საამაყოდ გავიტანეთ კლასიკური მუსიკის მექაში - გერმანიაში!ასევე სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში ჩემი პატარა პირადი წვლილიც შევიტანე - გუშინდელ გალა კონცერტზე შევასრულე ჩემივე საფორტეპიანო პარაფრაზი ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისის" თემებზე, რომელიც Bayerische Rundfunk რადიოში 17 ოქტომბერს გავა. გაისად ისევ ვეწვევით კისინგენს, მანამდე კი მეც და გიგაშასაც მაგარ-მაგარი კონცერტები გველის!" - წერს სანდრო ნებიერიძე ფეისბუქზე. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system