თავში

პირველივე შესაძლებლობისთანავე ამას გავაკეთებთ - სააკაშვილის ადვოკატი

პირველივე შესაძლებლობისთანავე ამას გავაკეთებთ - სააკაშვილის ადვოკატი
პირველივე შესაძლებლობისთანავე ამას გავაკეთებთ - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალებას მისცემს და დაბრკოლებებს არ შექმნის. 

შოთა თუთბერიძის განცხადებით, არანაირი გონივრული ვარაუდი იმისა, არ უნდა არსებობდეს, რომ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია გაგრძელდეს.

"გვაქვს სურვილი მისი მონახულების და პირველივე შესაძლებლობისთანავე ამას გავაკეთებთ გორში. იმედია, პენიტენციური სამსახური რაიმე ტიპის ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის. გრძელდება მუშაობა, მათ შორის ევროსასამართლოს მიმართულებითაც. ქართულ საზოგადოებას ძალიან მალე ექნება საშუალება, დაინახოს ის აბსურდული ბრალდებები და ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც ამ საქმეში არის და რომელსაც ხელისუფლება იყენებს.

ვფიქრობ, არანაირი გონივრული ვარაუდი იმისა, არ უნდა არსებობდეს, რომ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია გაგრძელდეს. ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესებს, უპირველეს ყოვლისა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც პენიტენციური სამსახურის უფროსი ცხვარაშვილი კი არ უნდა ამტკიცებდეს, არამედ პროფესიონალ ექიმთა გუნდი,"  - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system