თავში

ნიკა მელიას განცხადება

ნიკა მელიას განცხადება
ნიკა მელიას განცხადება

"ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყანა დგას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე, შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი იურიდიული ფორმა მივიღოთ საზოგადოებისთვის, რათა იცოდეს საზოგადოებამ რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა.

მათ ჩვენში უნდა დაინახონ იმედი და პერსპექტივა, უნდა დაინახონ რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად, "ნაციონალური მოძრაობა" პარტნიორ პარტიებთან ერთად იბრძვის, რომ თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი გვამოძრავებს ნათელი მომავლის გარდა, რომელიც თითოეული მოქალაქის ხელშია და ჩვენივე ბედის შემქმნელები ვართ ჩვენ. ამიტომ პროცესი რომელიც დღეს დავიწყეთ გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განხორციელებული", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system