თავში

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულია 6 მოქალაქე - მინისტრი

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულია 6 მოქალაქე - მინისტრი
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულია 6 მოქალაქე - მინისტრი

დღესდღეობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე - ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გატაცების პირველი წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

"საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია [ცხინვალის რეგიონის მიმართულებით] და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system