თავში

თამარ კორძაია ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა - ხატია დეკანოიძე

თამარ კორძაია ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა - ხატია დეკანოიძე
თამარ კორძაია ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა - ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „ღირსების შემლახავი ფაქტების შესწავლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექნის მიზნით“ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე აცხადებს, კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი პრაქტიკულად მზად არის. დეკანოიძე საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად თამარ კორძაიას კანდიდატურას ყველაზე შესაფერისად მიიჩნევს.

“აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ვისაუბრე. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მათთან თანამშრომლობა აუცილებელია. 

კორძაია პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატია, ხოლო მისი სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება საგამოძიებო კომისიის მუშაობის მხრივ მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system