თავში

კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს
კლუბი ბასიანი განცხადებას ავრცელებს

კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს. 

კლუბის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 14 და 15 იანვარს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, ამ ეტაპისთვის, ბოლო იქნება. 

"BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება.

სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევხვდებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system