ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე რეკორდულ ფასად, 1,47 მილიონ აშშ დოლარად დოლარად გაიყიდა.
გამოცემა BBC აღნიშნავს, რომ ჯორდანი ამ ფეხსაცმლით ჩიკაგო ბულზში თავის პირველ სეზონში, 1984 წელს თამაშობდა.
სპორტული ფეხსაცმელი ცნობილმა კოლექციონერმა, ნიკ ფიორელამ იყიდა.
იმავე წელს ჯორდანმა და Nike-მა დაიწყეს თანამშრომლობა მისი საფირმო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდის შესაქმნელად.
ჯორდანმა სპორტი 2003 წელს დატოვა და NBA-ს ისტორიაში პირველი მილიარდერი მოთამაშე გახდა.