თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, - ინფორმაციას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ საათიანი მატჩი გამართა, ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი, ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system