Pfizer-მა 2021 წლის 28 დეკემბრისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2,5 მილიარდზე მეტი დოზა გაგზავნა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Pfizer ავრცელებს.
ვაქცინები მსოფლიოს ყველა რეგიონში, ჯამში 166 ქვეყანაში გადანაწილდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა.
უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით 300 002 021 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 5 471 856 გარდაიცვალა.