შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების რეკორდული დონის გამო ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება.
ისინი 14 იანვარს ამოქმედება.
მოქალაქეები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, სახლიდან იმუშავებენ. რესტორნებსა და ბარებში 8 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, ამასთამ ეს დაწესებულებები ადგილობრივი დროით 23:00-ზე დაიხურება.
პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, აცრები გაიკეთოს.
პანდემიის პერიოდში შვედეთში კორონავირუსის 1,4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა.