იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია - სუს-ი განმარტებას გააკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს. როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება. 

"მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ეთნიკურად ინგუში, რომელიც გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით.