ხაშმში, ტაძრის გაძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მე-19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187 მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები, წაღებულია ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი, მამაოს შესამოსელი და ფული.

შემთხვევა გუშინ მოხდა.