შსს: სავარაუდოდ მანქანა გაჩერებული იყო და ეს პირი მარტო იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ავჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარდაცვლილი სავარაუდოდ მარტო იმყოფებოდა და მისი მკვლელობა გაჩერებულ ავტომობილში მოხდა.

"გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით განცხადებებს მოგვიანდებით გავავრცელებთ. ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას. გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით. სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული იყო და ეს პირი მარტო იმყოფებოდა", - განაცხადა კახა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ავჭალაში, საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს.