თავში

,,მკვლელმა გაქცევა მოასწრო..." - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - PHOTO

,,მკვლელმა გაქცევა მოასწრო..." - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - PHOTO
,,მკვლელმა გაქცევა მოასწრო... - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - PHOTO

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ავტომობილში კაცი ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი report.ge-ს უყვება, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ იპოვეს მამაკაცის ცხედარი ავტომობილში, იარაღით ხელში.

ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან თავდამსხმელმა დაახლოებით ექვსჯერ გაისროლა.

რამდენიმე თვითმხილველი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, მათ შორის, იმ მაღაზიის მეპატრონე, რომლის წინაც მკვლელობა მოხდა. 

ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

,,ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო...", - წერს ნიკა მელია.

REPORT.GE დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.





ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system