თავში

მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO

მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს  - VIDEO

ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Naked science ავრცელებს.

მკვლევარებმა თევზებისათვის განკუთვნილი აკვარიუმი შექმნეს, რომელიც ბორბლებზე გადაადგილდება. აკვარიუმში კამერა დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც აკვარიუმი გადაადგილებისას მიმართულებას თევზების მოძრაობის მიხედვით იცვლიდა. გორგოლაჭებიან აკვარიუმში მოთავსებული თევზები იმ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რომელ მხარესაც გაცურავდნენ.

მკვლევარებმა ექსპერიმენტი ექვს ოქროს თევზზე ჩაატარეს, რომლებიც კვირაში სამჯერ ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ისინი  ჯილდოს იღებდნენ ყოველ ჯერზე, როდესაც აკვარიუმს ვარდისფრად შეღებილი ოთახის კედლისკენ გადააადგილებდნენ.

თევზებმა არა მხოლოდ სწრაფად ისწავლეს „სატრანსპორტო საშუალების“ სწორი მიმართულებით მართვა, არამედ ყოველ ჯერზე უფრო სწრაფად და ზუსტად გაართვეს თავი ამ ამოცანას. მეცნიერებმა ასევე გამოიყენეს სხვა ფერის სამიზნეები და მოათავსეს აკვარიუმი ლაბორატორიის სხვადასხვა კუთხეში. ექსპერიმენტი ამ შემთხვევაშიც წარმატებული აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system