თავში

გაჯეტები 10 წელში გაქრება

გაჯეტები 10 წელში გაქრება
გაჯეტები 10 წელში გაქრება

2030 წელს ეკრანების ერა დასრულდება. ექსპერტების თქმით, ჩვენთვის ნაცნობი ელექტრონული სამყარო, მომავალ 10 წელში სრულად შეიცვლება.

ექსპერტების ვარაუდით სმარტფონებს ღილაკიანი ტელეფონების ბედი ელით. მათ  უფრო მოწინავე ტექნოლოგიები ჩაანაცვლეს და ეს ძალიან მალე მოხდება. სწორედ ასეთი ფუტურისტული პროგნოზი გააკეთა ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ჯგუფ Veon-ის ციფრული პროდუქტების დირექტორმა, ჯორჯ ჰელდმა.

ცხადია,  ზედმეტი არა მხოლოდ სმარტფონები, არამედ ლეპტოპები, პლანშეტები და სხვა პროდუქტებიც გახდება. მაგრამ საინტერესოა, რა ჩაანაცვლებს დღევანდელ ტექნოლოგიებს მომდევნო ათწლეულში? 

პირველ კომპიუტერებს რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილი ოთახი ეკავათ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მათი ზომა შემცირდა. დროთა განმავლობაში გაჯეტები კიდევ უფრო დაპატარავდებიან.  ისინი უკვე განვითარდნენ სამაჯურებად, ჭკვიან სათვალეებად და საათებად. შესაბამისად, ერთი პატარა ზომის პროცესორში უფრო მეტი ინფორმაციის შენახვა გახდა შესაძლებელი.

ექსპერტთა შეფასებით უახლესი ტენდენციები და მონაცემთა გადაცემის გზები მიუთითებს იმაზე, რომ კაბელები სრულად გაქრება. ეს უკვე ნათლად ჩანს ყურსასმენებისა და უსადენო დამტენების მაგალითზე.  NFC ტექნოლოგიის მეშვეობით ინფორმაციის გადაცემა უფრო სწრაფი და მარტივი გახდება. ხოლო ეკრანს 3D ჰოლოგრამა ჩაანაცვლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ტექნოლოგია დღეს უკვე არსებობს. უბრალოდ, მაღალი ღირებულების გამო, საზოგადოებაში ფართოდ არ გამოიყენება. 

2010-იან წლებს, შესაძლოა, სმარტფონების ეპოქა ვუწოდოთ. Statista-ს მონაცემებით, გასული ათწლეულის განმავლობაში 10 მილიარდზე მეტი სმარტფონი გაიყიდა. 2020 წლის მონაცემებით, მათ  3,5 მილიარდი ადამიანი იყენებდა -  მსოფლიოს მოსახლეობის 45%. თუმცა, სამყარო მუდმივად ვითარდება.

დღევანდელ გაჯეტებს სამომავლოდ ვირტუალური (VR) და გაძლიერებული (AR) რეალობა სრულად ჩაანაცვლებს. 

ცოტა ხნის წინ მარკ ცუკერბერგმა ვირტუალური რეალობის "მეტასამყარო" - Meta - წარადგინა. ეს არის ვირტუალური ყოვლისმომცველი სამყარო, რომელშიც მუშაობენ, სწავლობენ, ერთობიან და ა.შ. ექსპერტების შეფასებით, დღევანდელი სმარტფონები "მეტასამყაროსთვის"  არაეფექტური იქნება, შესაბამისად, მისი ჩანაცვლება საჭიროებას წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system