თავში

აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 624 208-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 8 497 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 607 885 პაციენტი, ხოლო 7 826 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 5 987 010 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system