თავში

ესპანეთში ბუსტერებით ყველა ზრდასრულს აცრიან

ესპანეთში ბუსტერებით ყველა ზრდასრულს აცრიან
ესპანეთში ბუსტერებით ყველა ზრდასრულს აცრიან

ესპანეთი კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ფასებს შეზღუდავს და "ბუსტერული" COVID-ვაქცინაციის პროგრამას 18 წელს გადაცილებული ყველა მსურველისთვის აფართოებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა განაცხადა, რომ კოვიდ-ვაქცინის ბოლო დოზის მიღებასა და რევაქცინაციას შორის ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთამდე შემცირდება.

დეკემბერში პერიოდულად ანტიგენის ტესტების დეფიციტი შეინიშნებოდა, რადგან "ომიკრონის" გავრცელების გამო მათზე მოთხოვნა უცებ გაიზარდა.

მინისტრმა დასძინა, რომ ამ შაბათიდან ანტიგენის ტესტების ფასი მაქსიმუმ 2,94 ევრო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system