თავში

თურქეთი უცხოელებს ფასიან აცრას სთავაზობს

​თურქეთი უცხოელებს ფასიან აცრას სთავაზობს
თურქეთი უცხოელებს ფასიან აცრას სთავაზობს

2022 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება მისცა, რესპუბლიკაში ხელმისაწვდომი პრეპარატებით, ანაზღაურების საფუძველზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიარონ. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"2022 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ბინადრობის ნებართვა თურქეთში, შეუძლიათ, ვაქცინაცია ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით გაიარონ. ეს შეიძლება იყოს Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ჩინური CoronaVac, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა და თურქული წარმოების Turkovac.

ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ სამედიცინო დაწესებულებაში თავად ვაქცინის საფასურის გადახდა არ გჭირდებათ, თქვენ თავად პროცედურის ღირებულებას იხდით“, - განმარტავენ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system