თავში

"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო

"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი - სოციალური სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„სამტრედიაში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სერვისცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე, განვმარტავთ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system