თავში

როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი

როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი

აშშ-ში თვითმფრინავების ინოვაციური მოდელების შექმნისათვის კომპანიებს Crystal Cabin Awards-ის ჯილდოები გადასცეს. გამარჯვებული გახდა პროექტი, რომელმაც  ეკონომ კლასის  ფრენებისათვის  ორ სართულიანი ინტერიერი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.

პროექტის სახელია Chaise Longue Economy. დიზაინერები დიდი ხანია ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოათავსონ უფრო მეტი მგზავრი სალონში ისე, რომ მგზავრობა ყველასათვის კომფორტული იყოს. 

Chaise Longue Economy-ის პროექტის ავტორია 21 წლის ალეხანდრო ნუნეზ ვისენტე. მის მიერ შექმნილი პროექტი სავარძლების სხვადასხვა დონეზე განთავსებას ითვალისწინებს. ბარგის სათავსოები მოიხსნება და მათ ადგილს სავარძლები დაიკავებს. მგზავრები კი  ბარგის სავარძლების ქვეშ მოათავსებენ. სავარძლის დიზაინი ასევე გვთავაზობს რეგულირებად საზურგეს და კეფის საყრდენს დამატებითი კომფორტისთვის. 

ნუნესი დარწმუნებულია, რომ მისი პროექტი მალე განხორციელდება.

Crystal Cabin Awards-ის წარმომადგენელმა ლუკას კესტნერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ყოველწლიურად ქმნიან ინოვაციურ კონცეფციებს ეკონომ კლასისთვის, სინამდვილეში მათი განხორციელების ალბათობა მაინც მცირეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system