
უკრაინული თანამგზავრი Sich-2-30 კანავერალის კონცხიდან კოსმოსში წარმატებით გაფრინდა.
ფრენა კიევის დროით 17:25 საათზე, SLC-40 კომპლექსიდან, კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების ბაზიდან, SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით განხორციელდა.
უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ცნობით, თანამგზავრი სამი წელი იმუშავებს.
„Sich-2-30“ შექმნილია დედამიწის ციფრული ფოტოების გამოსაგზავნად. გარდა ამისა, თანამგზავრი გამოყენებული იქნება იონოსფეროს მონიტორინგისთვის.
ასევე, თანამგზავრის დახმარებით შესაძლებელი იქნება მონაცემების მიღება საინჟინრო სტრუქტურების შექმნის, სამხედრო ტექნიკის და გემების გადაადგილების შესახებ.