
მეცნიერებმა მოგრძო სხეულის მქონე ქვეწარმავლის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
უძველესი ქვეწარმავალი, რომლის სახელწოდებაცაა Jormungandr Bolti მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძისაა. ეს არსება არის მიკროსავრი ("პატარა ხვლიკი"), ქვეწარმავლების ადრეული ჯგუფი, რომლებიც ხმელეთზე უძველეს დროში განვითარდა.
Jormungandr Bolti-ს აქვს სუსტი, მოგრძო სხეული მოკლე კიდურებით და ძლიერი თავის ქალა.
სმიტსონიანის ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ჯგუფის მიკროსავრების ნამარხის უმეტესობა პერმის პერიოდიდან მოდის.
