თავში

ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ

ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. გაბუნიას ინფორმაციით, ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან 17 იანვრიდან შევა.

კერძოდ, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაცია სრულდება სიმპტომების ალაგებიდან 24 საათის შემდეგ. გაბუნიას თქმით, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, უნდა შეინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, იზოლაციის ვადები ამ შემთხვევაშიც მცირდება. მისი თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ვაქცინის მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

ამასთან, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, ამ შემთხვევაში მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system