თავში

რამდენ ხანს გიცავთ ორჯერადად ვაქცინაცია, ან ვირუსის გადატანა"ომიკრონისგან" - კულუმბეგოვის განმარტება

რამდენ ხანს გიცავთ ორჯერადად ვაქცინაცია, ან ვირუსის გადატანა"ომიკრონის
რამდენ ხანს გიცავთ ორჯერადად ვაქცინაცია, ან ვირუსის გადატანაომიკრონისგან - კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ომიკრონით ინფიცირების რისკი მაღალია ორჯერადად ვაქცინირებულებისთვისაც.

მან ასევე განმარტა კორონავირუსის სხვა შტამებით ინფიცირების შემდეგ დაახლოებით რამდენ ხანშია მოსალოდნელი "ომიკრონის" შტამით ინფიცირება.

რეინფიცირების მაჩნებელი ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არის დაახლოებით 5-ჯერ გაზრდილი.  წინასწარი მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის საქართველოს ცენტრმა და მისმა მესვეურებმა გაახმოვანეს, დაახლოებით ეს არის 16-17 % , დაახლოებით 15 პროცენტს ამბობენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც და რასაკვირველია, ამის რისკის წინაშე ადამიანი დგება რაც უფრო მეტი დრო გავიდა ვაქცინაციიდან და რაც უფრო მეტი დრო გავიდა ბუნებრივი ინფექციის გადატანიდან. 3 თვისა და მეტის შემდეგ ეს რისკები აშკარად მომატებულია. სამწუხაროდ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად დაცული არიან ბუსტერული დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება.

პირობითად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია "დელტა", "ალფა" ვარიანტით, ამ შემთხვევაში შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% მაინც ჰქონდეს გარკვეული რისკი შეხვდეს „ომიკრონი“. იმიტომ რომ ეს არის 50/50-ზე დაცვის შესაძლბელობა, გამოსავალი არის ბუსტერი განსაკუთრებით ჩვენი ხანდაზმული მოსახლეობისთვის", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system