
ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ კიდევ ერთი შესაძლო ეგზომთვარე აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Scientific American ავრცელებს.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ახალი ციური სხეული დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეგზომთვარეს Kepler-1708 b-i უწოდეს. იგი პლანეტა Kepler-1708 b-ის სისტემაში მდებარეობს და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
თავად პლანეტა Kepler-1708 b, რომლის გარშემოც ეგზომთვარე ტრიალებს, იუპიტერის მსგავსია. მთელი სისტემა დედამიწიდან დაახლოებით 5700 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული.
ეგზომთვარე იმდენად დიდია, რომ მეცნიერები მას სიცოცხლისთვის გამოსადეგად მიიჩნევენ.