თავში

კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან

კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან

კვლევის თანახმად, Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პირებს ინფექციის განვითარებიდან ერთი წლის შემდეგ გულის უკმარისობისა და თრომბის წარმოქმნის რისკი ემუქრებათ. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ეს ეხება იმ პირებსაც, რომლებსაც დაავადება რთული ფორმით არ გადაუტანიათ.

დღესდღეობით მსოფლიოში გარდაცვალების მთავარ მიზეზად გულის დაავადებები და ინსულტი სახელდება. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებში გულის ფატალური გართულებები იზრდება. 

”Covid-19–ის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, მისურის კლინიკური ეპიდემიოლოგიური ცენტრის დირექტორმა, ზიად ალ-ალიმ.

”მთავრობებმა და ჯანდაცვის სისტემებმა თვალი უნდა გაუსწორონ იმ რეალობას, რომ Covid-19 ხანგრძლივი დაავადების სახით ჩრდილად მოგვედო და ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. მე შეშფოთებული ვარ, რომ ჩვენ ამას საკმარისად სერიოზულად არ ვეკიდებით “, - აღნიშნა მან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Covid-ის დამარცხებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში გულის შეტევის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების რისკი იზრდება.

მკვლევრებმა კოვიდგადატანილი 151 195 ვეტერანის გულის დაავადებების რისკი შეადარეს მათ 3,6 მილიონზე მეტ თანატოლს, რომლებსაც ვირუსი არ შეხვედრიათ.

კვლევებით დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ინფექციის გადატანიდან ერთ წელში, გულის უკმარისობის განვითარების 39%-იანი რისკი ჰქონდათ, ხოლო სისხლის შედედების რისკი 2.2-ჯერ იყო გაზრდილი შედარებით მათთან, ვისაც კოვიდი არ გადაუტანია. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ Covid-19–ის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში  გულის გაჩერების რისკი 5,8-ჯერ იზრდება, ხოლო მიოკარდიტის ალბათობა თითქმის თოთხმეტჯერ არის მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system