თავში

Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ბიჭი ჯგუფს ისევ უჩივის

​Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ბიჭი ჯგუფს ისევ უჩივის
Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ბიჭი ჯგუფს ისევ უჩივის
© DGC Records, Sub Pop

ბიჭი, რომლის ფოტო ჯგუფ Nirvana-ს ალბომის გარეკანისთვის იყო გამოყენებული, ჯგუფს სასამართლოში ისევ უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სპენსერ ელდენმა ჯგუფი სექსუალურ ექსპლუატაციაში დაადანაშაულა.

ალბომი 1991 წელს გამოვიდა. ალბომის ყდაზე წყალში მცურავი შიშველი ჩვილია გამოსახული. სურათზე ასევე გამოსახულია ანკესზე წამოცმული დოლარის კუპიურა, რომელსაც თითქოს ბავშვი მიჰყვება, რაც მეტწილად კაპიტალიზმის დეკლარაციად აღიქმებოდა.

ალბომის ყდაზე გამოსახული შიშველი ბავშვი როგორც აღმოჩნდა სპენსერ ელდენია, რომელსაც ახლა 30 წელი შეუსრულდა..

ელდენმა სარჩელი შეიტანა ჯგუფის ამ დროისათვის ცოცხალი წევრების, კერძოდ დეივ გროლისა და კრისტ ნოვოსელიჩის წინააღმდეგ, ასევე კურტ კობეინის ქვრივის, კორტნი ლავის წინააღმდეგაც. თითოეული ბრალდებულისგან იგი კომპენსაციის სახით 150 ათასი დოლარს ითხოვდა.

გასულ თვეში Nirvana-ს ადვოკატებმა სასამართლოს ჯგუფის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გაუქმება სთხოვეს, რადგან საქმეს ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მამაკაცის პრეტენზიები აბსურდულია.

4 იანვარს სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა, თუმცა მოსარჩელეს მასში ცვლილებების შეტანის და სარჩელის თავიდან წარდგენის უფლება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system