თავში

რეპერი კანიე უესტი ფანის ცემაშია ეჭვმიტანილი

​რეპერი კანიე უესტი ფანის ცემაშია ეჭვმიტანილი
რეპერი კანიე უესტი ფანის ცემაშია ეჭვმიტანილი

ამერიკული პოლიცია აწარმოებს გამოძიებას მას შემდეგ, რაც მედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, სავარაუდოდ, ფანს სცემს. ამ ვიდეოში დარტყმის მომენტი არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ ადამიანი ტროტუარზე წევს, იქვე კი ნივთებია მიმოფანტული. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

გამოძიებას ლოს-ანჯელესის პოლიცია აწარმოებს.

ინციდენტი პოპულარული კლუბის, Soho West-ის გასასვლელთან მოხდა, სადაც შემსრულებელმა, სავარაუდოდ, რამდენჯერმე დაარტყა ფანს, რომელმაც მას ავტოგრაფი სთხოვა. TMZ-ს ეს თვითმხილველებმა უამბეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დაცემისას დაზარალებულმა თავი ასფალტს ძლიერად დაარტყა.

წინასწარი მონაცემებით, კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ უესტმა, რომელიც რეალითი-შოუს ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს ახლახან დაშორდა, თაყვანისმცემლების ჯგუფს სთხოვა, არ გადაეღოთ ის. მუსიკოსს უპასუხეს, რომ ოჯახური პრობლემები ყველას ჰქონდა, რის შემდეგაც ჩხუბი მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system