თავში

ვინ არის ქუთაისელი კაცი, რომელიც საბერძნეთში ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილეს

ვინ არის ქუთაისელი კაცი, რომელიც საბერძნეთში ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილეს
ვინ არის ქუთაისელი კაცი, რომელიც საბერძნეთში ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილეს

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე 41 წლის შოთიკო თევდორაძეა. როგორც ირკვევა, მას ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთდა სახლიდან გამოდიოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.

ბერძნული მედია მკვლელობის მოტივად "ქურდული გავლენების" განაწილებას ასახელებს. 

ქუთაისში, თევდორაძის ახლობლები ადასტურებენ, რომ ის "ქურდული სამყაროს" წარმომადგენელი იყო.

პოლიცია თავდამსხმელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 4-5 გასროლის ხმა გაიგეს.

გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში გადაასვენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system