
რუსთავის გზატკეცილზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პირმა ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ჩაცხრილული ავტომობილი, თელეთის პოლიციის ეზოში გადაიყვანეს.
Report.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.