
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა.
მკვლელობა ახალი წლის ღამეს მოხდა. ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.