თავში

პოლონეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

პოლონეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
პოლონეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 ქართველი დააკავა.

სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება.

პოლონური მედია მათ "ქართული დანის ბანდად" მოიხსენიებს. დაჯგუფების წევრები პოლიციამ ვარშავაში მომხდარი ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ, ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, რომლებიც 2021 წლის 9 დეკემბერს ვარშავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კლუბიდან ბრუნდებოდნენ.

დაჯგუფების წევრებმა იარაღის მუქარითა და შანტაჟით 24 და 26 წლის მამაკაცებს წაართვეს მობილური ტელეფონები და 2 000 პოლონური ზლოტი (1534.46 ლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system