
თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში "ბესთ მარკეტი" გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველმა 500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.