თავში

თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს - PHOTO

თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს
თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს - PHOTO

თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო-მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც Nina Marji წერს, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ბრინჯაოს ქანდაკება ეგონათ და მოპარვას აპირებდნენ. 

"როგორც ჩანს ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!

მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს. ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი. გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?" - წერია პოსტში.

მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსით 2021 წლის პირველ თებერვალს გარდაიცვალა. ის კოჯორში, შვილის გვერდით არის დაკრძალული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system