თავში

თემურ წიკლაური დაკრძალეს - მომღერალი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

თემურ წიკლაური დაკრძალეს - მომღერალი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
თემურ წიკლაური დაკრძალეს - მომღერალი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ლეგენდარული მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის კოჯრის სასაფლაოზე, გარდაცვლილი შვილის გვერდით დაკრძალეს. 

მომღერალი 75 წლის ასაკში, კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით გორის ჰოსპიტალში დეკემბრის თვეში მოათავსეს. 

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.

თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system