თავდამსხმელმა სამი მოთხოვნა დაასახელა - VIDEO

ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშია შეჭრილი და 9 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი, მოთხოვნებს ასახელებს.

თავდამსხმელი საქართველოს პარლამენტის სასწრაფო შეკრებასა და დეპუტატებისგან შემდეგი რეგულაციების საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებას ითხოვს.

მისი მოთხოვნებია: აზარტული თამაშების გაუქმება, სესხის განაკვეთის 7 პროცენტამდე დაწევა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.