თავში

,,9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი" - ვაჟა სირაძე

,,9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი" - ვაჟა სირაძე
,,9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი - ვაჟა სირაძე

აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიარაღებული პირია შეჭრილი, რომელსაც 9 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, საქმის გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე.

"წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი.

გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობის და ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. რაც შეეხება თავდამსხმელის შეიარაღებას, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, სირაძემ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა პირდაპირი ეთერის შეწყვეტისკენ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვა

"მედია საშუალებებს მოვუწოდებ შეწყვიტონ ლაივ საშუალებებით პირდაპირი ჩართვა ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს, დამერწმუნეთ. გთხოვთ თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - თქვა საპატრულო დეპარტამენტის დირექტორმა.

რაც შეეხება თავდამსხმელის მოთხოვნებს, ამის შესახებ ვაჟა სირაძის განცხადებით საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system